საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე თანამდებობას ტოვებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე თანამდებობას ტოვებს. ემანუელ მაკრონმა ბარნიეს გადადგომის მოთხოვნა უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მიშელ ბარნიე და მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ იქამდე, ვიდრე ახალი მთავრობა არ დასახელდება.
ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ძალისხმევა გააერთიანეს, რათა ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობა გამოეცხადებინათ, რომელმაც ქვეყნის დეფიციტის შემცირებისკენ მიმართული ბიუჯეტი წარადგინა. ეს არის პირველი შემთხვევა 1962 წლის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ბარნიეს მთავრობამ მხოლოდ 90 დღე იმუშავა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების უმრავლესობა სურს, თანამდებობა ემანუელ მაკრონმაც დატოვოს.