გიორგი აბაშიშვილი: პოლიტიკურ მრუდზე გადის ლარის სტაბილურობა

„ლართან დაკავშირებული სიტუაცია იყო და არის სრულად აჟიოტაჟური და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა ლარის კურსის გაუფასურებაზე ჰქონდა გავლენა, მას არ ჰქონია”, – განაცხადა Business insider-ის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „იმედის კვირის“ სპეციალურ ეთერში.

„ლარის კურსზე შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ოთხი ძირითადი ფაქტორი: ექსპორტიდან შემოსავლები, ტურიზმიდან შემოსავლები, გადმორიცხვები და ინვესტიციები.ამ პერიოდში არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი არა თუ ლარის კურსის გაუფასურებაზე მეტყველებდა, არამედ მეტყველებდა გამყარებაზე.

ჩემი ინფორმაციის საფუძველზე ეროვნულ ბანკს არ მიუწოდებია რეზერვი ბაზრისთვის, არ იყო საჭირო ეროვნული ბაზრის მხრიდან რეზერვის მიწოდება, ვინაიდან ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო ზემოთ აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე დოლარის შემოდინება ბაზარზე.

ბაზარზე ვითარების დამშვიდების მთავარი ფაქტორი იყო პოლიტიკური ვითარების დეესკალაცია. ეს რომ არ მომხდარიყო მთელი რეზერვიც არ ეყოფოდა ჯამში თუ ბაზარი არ დაიჯერებდა, რომ ხელისუფლებას შეუძლია დეესკალაცია.

ბაზარი რეაგირებს სწრაფად დეესკალაციის პარალელურად. როდესაც ხდება მყისიერი რყევა პოლიტიკური ვითარების, ყველა გადადის მოლოდინის რეჟიმში და აკვირდება ვითარებას. დიდი მნიშვნელობა ექნება დეესკალაციის პროცესის ერთის მხრივ კიდევ უფრო შემცირებას და მეორეს მხრივ ამის დასტაბილურებას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები განწყობილი და მომართულია იქითკენ, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება, მაგრამ მთავარია არის ის, რომ პოლიტიკურმა სტაბილურობამ უნდა შეუწყოს ამას ხელი. პოლიტიკურ მრუდზე გადის ლარის სტაბილურობა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ასევე იხილეთ