ზვიად შალამბერიძე სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე: ეს არის სამშობლოს ღალატი

„ის, რომ გაასაჯაროვეს ჩვენი პოლიციელების სია, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ეს არის პირდაპირ მიმართული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ვნახეთ სიუჟეტი, რომ ჩავიდნენ სპეცრაზმელების მშობლებთან, სადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელის მამა ეუბნება, რომ მისი შვილი გორშია დროებით ოკუპირებულ საზღვართან. ანუ, პირდაპირ დაუდეკლალირეს ჩვენს სახელმწიფოს მესაზღვრე, მისი სახელი, გვარი და ა.შ. ეს არის სამშობლოს ღალატი“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ასევე იხილეთ