გოგა ხაინდრავა: მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლით ევრო ელიტას პირდაპირ უთხრა, რომ იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანააო
„პორნო ლიბერალური პოლიტიკური ელიტა, დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციით და დამთავრებული ევროკავშირის ელიტით, დაუპირისპირდა საქართველოს ღიად, შტურმი მოაწყვეს ჩვენს წინააღმდეგ და ქართულმა საზოგადოებამ ეს ბრძოლა მოიგო”, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანაა, ეს ყველაფერი რომ გაივლის, სხვა ლეველზე ვიქნებით, სხვანაირად შეგვხვდებიან. ეს დღეს იქაც გამოჩნდა, მაკა ბოჭორიშვილს მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე როგორ ესალმებოდნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. დღეს მაკა ბოჭორიშვილმა მისი გამოსვლით პირდაპირ უთხრა სათქმელი ევრო ელიტას, იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანაა“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.