გიორგი ვოლსკი: ათეულობით პოლიციელია დაშავებული, ვიხილეთ პარლამენტის დაწვის მცდელობაც, ამისთვის უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული

“უშველებელი ფულადი რესურსია დახარჯული იმისთვის, რომ პიროტექნიკა გამოყენებულიყო იმ მიზნით, რაც ჩვენ ვიხილეთ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მან პარლამენტთან მიმდინარე აქციები შეაფასა.

“ათეულობით პოლიციელია დაშავებული. არამარტო პიროტექნიკით, არამედ იმ შურდულებით, რაც საკმაოდ “ეფექტურად” გამოიყენეს კონკრეტულმა ადამიანებმა. ვიხილეთ პარლამენტის დაწვის მცდელობაც”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ