გურამ მაჭარაშვილი: ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის

“ბოლო დღეების განმავლობაში იყო მცდელობა ე.წ. მაიდანის მოწყობის, მაგრამ გაცვეთილია ეს პროცესი. ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მიმდინარე აქციების შეფასებისას.

მისი თქმით, დღესდღეობით აქციები მშვიდი ხასიათის იმიტომ არის, რომ პოლიციამ პოლიტიკური პარტიების ოფისებიდან ის პიროტექნიკა და სხვა საგნები ამოიღო, რაც აქციებზე უნდა გამოყენებულიყო.

“რადიკალურ ოპოზიციას უცხოეთიდან აფინანსებენ და პოლიტიკური პარტიები ასაზრდოებენ, თორემ გუშინ და დღეს რატომ არ ხდებოდა პიროტექნიკის გამოყენება და პოლიციელებს დაზიანება, მოლოტოვის კოქტეილების სროლა – რადგან ამოიღეს პარტიების ოფისებიდან და ახლა უკვე მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი გახდა ეს პროცესები”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ