გიორგი ვოლსკი კეზერაშვილის საქმეზე: გაიძარცვა სახელმწიფო, გაიძარცვა ჯარის ბიუჯეტი
“გაიძარცვა სახელმწიფო, გაიძარცვა ჯარის ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული თემაა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი გამოეხმაურა დავით კეზერაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“საზოგადოების დიდმა ნაწილმა და განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელიც დღეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს, დასკვნები უნდა გააკეთოს ვისთან გვაქვს საქმე. გაიძარცვა სახელმწიფო, გაიძარცვა ჯარის ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული თემაა. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მორალზე უნდა ვიმსჯელოთ, არამედ იმ რესურსის წყაროზე, რაც იხარჯება კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის”,– აღნიშნა ვოლსკიმ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია.