ირაკლი კობახიძე: ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს, რადგან მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული

„ეუთო-ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო-ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის გეგმებს, რადგან მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული.

„ეუთო-ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო-ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული და ეს კამპანია ეუთო-ოდირის წინააღმდეგ დაიწყო ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ჩატარდებოდა არჩევნები. ეუთო-ოდირის წინააღმდეგ ჯერ გახარიას გააკეთებინეს პატრონებმა განცხადება, შემდეგ უკვე გვარამიას. ჯერ საერთოდ, შეფასება არ იყო დადებული ამ დროისთვის. მას შემდეგ, რაც დაიდო ეუთო-ოდირის შეფასება, ეს კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა ეუთო-ოდირის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეუთო-ოდირი ამსხვრევს თავიდან ბოლომდე ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული. თუმცა, ისინი ამ ყველაფერს ვერ გაექცევიან ეუთო-ოდირთან ერთად მთავარი არის თვითონ ფაქტები – ლელოს აქვს აღიარებული საკუთარი შედეგი. ხაზარაძე გამოვიდა და თქვა, რომ დაახლოებით 200 000 ხმა აქვს მიღებული, რეალურად ეთანხმება ცესკოს მიერ დადებულ შედეგს. გახარიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ 161 500 ამომრჩეველს, ანუ აღიარებული აქვთ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგი. გუშინ გამოდიოდა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჭყონია, თუ არ ვცდები, რომელიც აცხადებდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული 700 000 ხმა. ისიც არ იცის, რომ 785 000 ხმა აქვთ მიღებული, მაგრამ თავი დავანებოთ ამას. ანუ, ისიც აღიარებს რადიკალური ოპოზიციის შედეგს. ასევე ყველა აღიარებს იმას, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო მისული და იყო უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირებული ამ არჩევნებზე. რეალურად, ყველაფერი აქვთ აღიარებული. იყო ელექტრონული აპარატები, ხმას აძლევდნენ ამომრჩევლები ელექტრონული აპარატების მეშვეობით და 8 საათზე ღილაკზე თითის დაჭერით იბეჭდებოდა საარჩევნო ოქმები, სადაც მანიპულაცია უბრალოდ, შეუძლებელია. არაფერი აქვთ საერთოდ, რჩება გაჟონვა, ამბობენ, რომ გაჟონა ბიულეტენებმა. აქაც მინდა შეგახსენოთ, რომ, როგორც არ უნდა გაეჟონა ამ ბიულეტენს, ისინი იდო კონვერტებში და ამომრჩეველი ხმას აძლევდა კონვერტების მეშვეობით. მხოლოდ იმ შემთხვევაში ირღვეოდა ხმის ფარულობა, თუ ამომრჩეველი არასწორად მოქმედებდა. ანუ, ეს იყო თავიდან ბოლომდე ამომრჩევლის პასუხისმგებლობა. თუ ამომრჩეველი თვითონ აძლევდა არასწორად ხმას, მაშინ ირღვეოდა ხმის ფარულობა.

ასევე, ISFED-ის ანგარიშის თანახმად, ის აკვირდებოდა 700 000 ამომრჩეველს, მათ დააფიქსირეს ხმის ფარულობის დარღვევის  მხოლოდ 25 შემთხვევა. ეს ის შემთხვევები იყო, როდესაც ამომრჩეველი თვითონ არასწორად აძლევდა ხმას, ან კონვერტიდან იღებდა ბიულეტენს ან სხვა ამგვარი ქმედება ხორციელდებოდა. ხელში არ აქვთ საერთოდ არაფერი. რჩება მხოლოდ დაუოკებელი სურვილი ამ ადამიანების და მათი პატრონების, რომ რაღაცნაირად, არ შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას. ყველას მოუწევს, არჩევნებში დამარცხებასთან შეგუება. ყველაფერი არის დღესავით ნათელი და არავითარი რესურსი იმისა, რომ ვინმემ ეჭვ ქვეშ დააყენოს პარლამენტის ან მთავრობის ლეგიტიმაცია, ნამდვილად არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ