კახა ოქრიაშვილის “პსპ” საყოველთაო გაფიცვას არ უერთდება – რას აცხადებენ კომპანიაში

პსპ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საყოველთაო გაფიცვის მოწოდებებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

როგორც “კვირას” სააფთიაქო ქსელების პიარსამსახურში განუცხადეს, მიზეზი კომპანიის ამოცანებია, რაც მოქალაქეების მედიკამენტებით უწყვეტ მომარაგებას გულისხმობს.

“აფთიაქები ვართ, პირველადი დანიშნულების ობიექტები, ჩვენი ამოცანა მოქალაქეების მედიკამენტებით უწყვეტი მომარაგებაა და ვერ მოვუწოდებთ გაფიცვას. კოვიდის დროსაც კი ვმუშაობდით, ერთი აფთიაქიც არ დახურულა”,- განუცხადეს “კვირას” პსპ-ში.

ასევე იხილეთ