ჭყონიას “კოკა-კოლა” საყოველთაო გაფიცვის მოწოდებებში მონაწილეობაზე: ამ ეტაპზე, გაფიცვას არ ვაპირებთ
თემურ ჭყონიას „კოკა-კოლა“ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საყოველთაო გაფიცვის მოწოდებებში მონაწილეობის მიღებას ამ ეტაპზე არ აპირებს, – განუცხადეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომპანიის პიარსამსახურში.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, “კოკა კოლა” გაიფიცება იმ შემთხვევაში თუ “კვირა” თავად გაიფიცება.
“თქვენი სააგენტო თუ ხართ გაფიცული ან თუ აპირებთ გაფიცვას? ჩვენ, ამ დროის მონაცემებით, ამ ეტაპზე გაფიცვას არ ვაპირებთ. აი, თქვენ რომ გაიფიცებით, დაგვიკავშირდით და გავიფიცებით, აუცილებლად”, – განუცხადეს “კვირას” კოკა-კოლას პიარში.
მანამდე “კვირამ” Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელ თემურ ჭყონიასთან დაკავშირება სცადა, რომელმაც ზარებს არ უპასუხა.