დავით ჩიხელიძე: მედიის დახურვის მომხრე არ ვარ და ვერ ვიქნები, თუმცა ტელეკომპანია “ფორმულას” მედიად ფორმულირება არასერიოზულია

გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია ფორმულა მაუწყებლობას წყვეტს (31 დეკემბერი ბოლო სამუშაო დღეა) მედიის დახურვის მომხრე არ ვარ და ვერ ვიქნები, თუმცა ტელეკომპანია ფორმულას მედიად ფორმულირება არასერიოზულია, ის სიყალბის და სიცრუის გავრცელების მანქანაა, რომლის დახურვა საზოგადოების გაჯანსაღებისთვის აუცილებელიც კი არის!”,  – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ფორმულას დროებითი/მუდმივი დახურვა, ტყუილის გავრცელებას მცირედით მაინც შეამცირებს.

“გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია ფორმულა მაუწყებლობას წყვეტს (31 დეკემბერი ბოლო სამუშაო დღეა) მედიის დახურვის მომხრე არ ვარ და ვერ ვიქნები, თუმცა ტელეკომპანია ფორმულას მედიად ფორმულირება არასერიოზულია, ის სიყალბის და სიცრუის გავრცელების მანქანაა, რომლის დახურვა საზოგადოების გაჯანსაღებისთვის აუცილებელიც კი არის!

საქართველოში მედიის დევნა, მედიაზე ზეწოლა, განსხვავებული აზრის დევნა არ ხდება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და საქართველოში არსებული რეალობა მოწმობს, ჩვენი მედია სივრცე საკმაოდ მრავალფეროვანი და პლურალისტურია, რაც მოქმედი ხელისუფლების დამსახურება, უფრო მეტიც, დღეს საქართველოში ოპოზიციურად განწყობილ მედია საშუალებებს განუზომლად დიდი უფლებები აქვთ, ისინი ფაქტობრივად ხელშეუხებელ კასტად ჩამოყალიბდნენ, რაც გარკვეულწილად პირადი სითავხედის და არსებული ლიბერალური კანონის გამოძახილია, რაც მათ ტყუილის გავრცელების შესაძლებლობას აძლევს, ოპოზიციური არხებიდან გავრცელებული დაუზუსტებელი და მანიპულაციური ინფორმაცია სახელმწიფოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ფორმულას დროებითი/მუდმივი დახურვა, ტყუილის გავრცელებას მცირედით მაინც შეამცირებს”, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ