ლევან ნიკოლეიშვილი დავით კეზერაშვილის სახლიდან იარაღის ამოღებაზე: როცა შენი მთავარი დამფინანსებლის ოჯახიდან შეიარაღების ასეთი არსენალის ამოღება ხდება, როცა ტელევიზიად წოდებული, რევოლუციური და რადიკალური ქმედებების მხარედ ხარ წარმოდგენილი, არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს

„როცა შენი მთავარი დამფინანსებლის ოჯახიდან შეიარაღების ასეთი არსენალის ამოღება ხდება, როცა ტელევიზიად წოდებული, რევოლუციური და რადიკალური ქმედებების მხარედ ხარ წარმოდგენილი, არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს და არც სამართალდამცავების კანონიერი კითხვები და ქმედებები”, – „წერს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლიდან სხვადასხვა სახის იარაღის ამოღებასთან დაკავშირებით.

ნიკოლეიშვილი ითხოვს ერთი ევროპული ქვეყანისა და მისი ხელისუფლების დასახელებას მაინც, რომელსაც ასეთ რამეზე რეაგირება არ ექნებოდა.

„როცა შენი მთავარი დამფინანსებლის ოჯახიდან შეიარაღების ასეთი არსენალის ამოღება ხდება, როცა ტელევიზიად წოდებული, რევოლუციური და რადიკალური ქმედებების მხარედ ხარ წარმოდგენილი, არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს და არც სამართალდამცავების კანონიერი კითხვები და ქმედებები. ერთი ევროპული ქვეყანა და მისი ხელისუფლება დაასახელეთ, რომელსაც ასეთ რამეზე რეაგირება არ ექნებოდა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ