დავით ჩიხელიძე: კეზერაშვილის განცხადებით, გაფორმებული იარაღი მისია, ყველა გაუფორმებელი კი – „ჩადებული”, ვერაფერს იტყვი, რკინის ტაქტიკაა

„ოპოზიციამ „უნიკალური” ტაქტიკა მოიფიქრა, რაც კანონიერია ჩემია, რაც უკანონო, ჩადებულია!” – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს, რითაც ეხმიანება დავით კეზერაშვილის განცხადებას, რიმლის მტკიცებით, მის სახლში გაფორმებული იარაღები კანონის სრული დაცვით ინახებოდა, ხოლო სხვა ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, „ჩადებულია”.

„ოპოზიციამ „უნიკალური” ტაქტიკა მოიფიქრა, რაც კანონიერია, ჩემია, რაც უკანონო, ჩადებულია!

რამდენიმე დღის წინ, პოლიციამ ოპოზიციის ოფისებიდან მოლოტოვის კოქტეილები და სხვადასხვა ნივთები ამოიღო, ოპოზიციის განცხადებით, დროშა, საღებავი და ა.შ. მათი იყო, პიროტექნიკა და მოლოტოვი ჩაუდეს.

ახლა კეზერას სახლიდან ამოიღეს იარაღი, კეზერას განცხადებით, გაფორმებული იარაღი მისია, ყველა გაუფორმებელი კი „ჩადებული”.

ვერაფერს იტყვი, რკინის ტაქტიკაა”, – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ