top_leaderboard

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო ამ პოლიტიკური პარტიების მიზანი, ამიტომ მთელი მათი ქმედებები და გეგმები გათვლილი იყო არჩევნების მეორე დღეზე

უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა.

„ჩვენ არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო ამ პოლიტიკური პარტიების მიზანი, ამიტომ მთელი მათი ქმედებები და გეგმები გათვლილი იყო არჩევნების მეორე დღეზე. რომ ნახეს,რომ არჩევნების მეორე და მესამე დღეს ხალხი ვერ გამოიყვანეს, ეძებდნენ რა საბაბი მოენახათ. ჩათვალეს, რომ საბაბი მონახეს, მაგრამ აქაც დამთავრდა, წერტილი დაესვა მათ მოლოდინებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ