ბონდო მძინარაშვილი: „ფოიერვერკების რევოლუციის“ მოწყობა უნდოდათ. ცუდად დაამთავრებენ!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი საპროტესტო აქციებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„საღამოს 7 საათზე აქციის დაგეგმვას კერძო და, განსაკუთრებით, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მისვლას ვუკავშირებდი.

პრინციპში, ასეც არის.

ასევე გამოიკვეთა კიდევ ერთი მიზეზი:

ეს არის ფოიერვერკები!

ახლა 7 საათზე უკვე ღამეა. ზაფხული რომ იყოს, აქციას 10 საათზე დანიშნავდნენ.

„ფოიერვერკების რევოლუციის“ მოწყობა უნდოდათ.

ამიტომაც შეიძინეს დიდი რაოდენობით.

ჰოდა, რა თვითდინებით მისული ხალხი?!

ეს არის კარგად ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

ცუდად დაამთავრებენ!“ – წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

ასევე იხილეთ