„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონზე მეტი რუბლი ჩაერიცხა
„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 448 108 რუბლი ჩაერიცხა. რამდენიმე დღის წინ „ქრონიკა“ იუწყებოდა, ხოშტარიამ რუსეთში დარეკა და ფული ითხოვა.
„უკაპიკოდ ვარ დარჩენილი, რაღაც უნდა ჩამირიცხოთ სასწრაფოდ“. ეს ხოშტარიას სიტყვებია. რამდენიმე დღეში კი რუსეთიდან მის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა. ელენე ხოშტარია „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.