მარიამ გაბედავა: ვინ არის პასუხისმგებელი, ამდენ ცილისწამების კორიანტელში ადამიანებს რამე რომ დაემართოთ? ვინ აგებს ამაზე პასუხს?
მწერალთა სახლში მომხდარი ინციდენტის გამო ქეთი დუმბაძეზე გავრცელებულ ინფორმაციებს ჟურნალისტი მარიამ გაბედავა სოციალურ ქსელში ეხმაურება
„მოკლედ, არ წყდება ქეთევან დუმბაძეზე სიცრუის და ცილისწამების კორიანტელი…
ახლა დააბრალეს, სამსახურიდან გაათავისუფლა დაცვა, რომელიც იმ დღეს მწერალთა სახლს იცავდაო… ამათ ისიც კი არ იციან – სახელმწიფო შენობებს სახელმწიფო დაცვა იცავს და ვერავინ თავისი ჭკუით ვერც დანიშნავს და ვერც გაათავისუფლებს ვინმეს… ისე კი, თვითონ ალბათ ასე იქცეოდნენ – მხოლოდ პირადი ანგარიშსწორებით და შურისძიებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს და დღემდე ასე გრძელდება…
ამიტომ ამ ხალხისგან ერთ სიტყვას ნუ დაიჯერებთ, სიცრუეს „გტენიან“…
ისე, მაინტერესებს, ვინ არის პასუხისმგებელი, ამდენ ცილისწამების კორიანტელში ადამიანებს რამე რომ დაემართოთ? ვინ აგებს ამაზე პასუხს?
P.S.
ამ პოსტს შეგნებულად გიზიარებთ: პოსტის ავტორმა ქეთისგან სიმართლე რომ გაიგო, კი არ წაშალა სიცრუე და ბოდიში კი არ მოიხადა, ეს რა ვქენი, ცილი დავწამე და სიცრუე გავავრცელეო – ჩაასწორა და თავში ქეთის ლანძღვა ისევ დატოვა…
არა უშავს, იმით, რასაც თქვენ ამბობთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ადამიანებზე – თქვენზე უფრო მეტს ვიგებთ – თქვენზე…
ესეც გაივლის“, – წერს მარიამ გაბედავა.