ჟურნალისტმა იცრუა! – რატომ გახდა ცუდად „შინდისის გმირის“ დედა?

„სიბინძურე, მორიგი ტყუილი – „შინდისის გმირების“ სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები“,  –  წერს რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შინდისის გმირებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილის, მიხეილ დვალიშვილის დედამ მოისმინა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ტყუილი, თითქოს ის დვალიშვილის ბიძიშვილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ედმონდ მინაშვილი აღნიშნავს, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს გარდაცვლილი გმირის ოჯახთან.

„სიბინძურე, მორიგი ტყუილი, – „შინდისის გმირების“ სახელებს იყენებენ უკვე ეს უნამუსოები თავიანთი მზაკვრული გეგმებისთვის, ეს ქვეყნის მტრები… ახლა დამირეკა გარდაცვლილი გმირის, მიშიკო დვალიშვილის მამამ, ძალიან აღელვებული იყო, მიშიკოს დედას წნევა ვერ დაურეგულირეს, ისე ცუდად არის შვილმკვდარი ქალბატონი, გუშინდელი მორიგი ტყუილი მოისმინა ბინძური ტელევიზიის ცრუპენტელა ჟურნალისტისგან – ვინმე დეა მამისეიშვილისგან, თურმე გაჰკივის, შინდისის გმირის – მიხეილ დვალიშვილის ბიძაშვილი ვარო, ხალხნოო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მორიგი ბოროტება! არავითარი კავშირი არ აქვს ამ უზრდელ გოგოს მიშიკოს ოჯახთან! გაფრთხილებთ, გაეშვით „შინდისის გმირების“ სახელების ხსენებას, დედებს გიტირებთ ყველას, თქვე უნამუსოებო, მე მაინც არ ვიცოდე, ვინ ხართ და ვინ რა გააკეთა იმ ბიჭებისთვის… ძალიან მალე დაგივლით ყველას, ძალიან მალე, უხ თქვენი….!!!!“ –  წერს ედმონდ მინაშვილი.

 

ასევე იხილეთ