თამთა მეგრელიშვილი აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალებაზე: სამწუხაროა, როცა ამ ქალბატონის გარდაცვალებას ოპოზიციის პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სისხლიანი ელიტა „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, რადგან სურთ ქუჩის პროცესებში მსხვერპლის არსებობა

„ქალბატონი გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად, რაც ძალიან სამწუხაროა და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ არანაკლებ სამწუხაროა, როცა ამ ქალბატონის გარდაცვალებას ოპოზიციის პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სისხლიანი ელიტა „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, რადგან სურთ ქუჩის პროცესებში მსხვერპლის არსებობა“, – წერს „ხალხის ძალის“ წვერი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, სიმართლე ერთია, ამ სამწუხარო მოვლენაში პოლიტიკა და მით უფრო სახელისუფლებო გუნდი არაფერ კავშირშია და ეს მცდელობა გარდაცვლილი დაუკავშირონ პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელწერის უცვლელი ნაწილია.

„ქალბატონი გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად, რაც ძალიან სამწუხაროა და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ არანაკლებ სამწუხაროა, როცა ამ ქალბატონის გარდაცვალებას ოპოზიციის პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სისხლიანი ელიტა „ქართულ ოცნებას“ აბრალებს, რადგან სურთ ქუჩის პროცესებში მსხვერპლის არსებობა.

ასე არ გამოვა, რადგან ასე არ არის და სიმართლე ერთია- ამ სამწუხარო მოვლენაში პოლიტიკა და მით უფრო სახელისუფლებო გუნდი არაფერ კავშირშია და ეს მცდელობა გარდაცვლილი დაუკავშირონ პოლიტიკას

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელწერის უცვლელი ნაწილია“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ