ბონდო მძინარაშვილი: ეს სტუდენტები ჯანსაღად არიან?! – როგორ შეიძლება, ადამიანს ვინმეს ან რამის დაგმობა ან შექება მოსთხოვო და თან კატეგორიულად

“ეს სტუდენტები ჯანსაღად არიან?! რექტორისგან დაგმობას მოითხოვენ, მნიშვნელობა არ აქვს, ვის და რის!”,– ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“როგორ შეიძლება, ადამიანს ვინმეს ან რამის დაგმობა ან შექება მოსთხოვო და თან კატეგორიულად?! მისი უფლებაა დაგმობაც და მოწონებაც.

შენი უფლებაა დაგმო ან მოიწონო ვიღაცის მხრიდან დაგმობა ან შექება, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ამ უფლებით სარგებლობის უფლებაც. ბარემ სადილ-ვახშმის მენიუ შეუდგინეთ, მხოლოდ რექტორს არა, მთელ საქართველოს!”, – წერს მძინარაშვილი.

 

ასევე იხილეთ