დონალდ ტრამპი: სირია არეულობაა, თუმცა აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო, ეს ჩვენი ბრძოლა არ არის, ნუ ჩაერევით
“სირია არეულობაა, თუმცა ის ჩვენი მეგობარი არ არის და აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის, ნუ ჩაერევით!”, – ასე აფასებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
“ოპოზიციონერმა მებრძოლებმა სირიაში უპრეცედენტო სვლით მთლიანად დაიკავეს რამდენიმე ქალაქი უმაღლესად კოორდინირებული შეტევის შედეგად და ახლა დამასკოს შემოგარენში იმყოფებიან და აშკარად ემზადებიან მორიგი დიდი ნაბიჯისთვის ასადის ჩამოსაგდებად. რუსეთს, იმის გამო, რომ ასე დაკავებულია უკრაინაში, სადაც 600 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, როგორც ჩანს, არ შეუძლია შეაჩეროს ეს მარში სირიაზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის წლების განმავლობაში იცავდა. სწორედ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე, დაეცვა წითელი ხაზი ქვიშაზე და დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რუსეთის ჩარევით.
თუმცა ახლა მათ ისევე, როგორც, სავარაუდოდ, თავად ასადსაც, როგორც ჩანს, აძევებენ და ეს შესაძლოა, იყოს საუკეთესო რამ, რაც მათ შეიძლება, დაემართოთ. რუსეთი არასდროს იღებდა დიდ სარგებელს სირიისგან, ობამას ნამდვილად სულელად წარმოჩენის გარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სირია არეულობაა, თუმცა ის ჩვენი მეგობარი არ არის და აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. დაე, გათამაშდეს. ნუ ჩაერევით!”, – წერს დონალდ ტრამპის თავის სოციალურ ქსელში.