ნინო წილოსანი: ამ ქვეყანაში მაიდანი არ მოხდება

“ამ ქვეყანაში მაიდანი არ მოხდება. „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ჩავარდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი. ხალხმა დაინახა, რომ უკრაინაში მაიდანმა არაფერი კარგი მოიტანა უკრაინისთვის”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „იმედი LIVE“-ში.

„ამ ქვეყანაში მაიდანი არ მოხდება. „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ჩავარდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი. ხალხმა დაინახა, რომ უკრაინაში მაიდანმა არაფერი კარგი მოიტანა უკრაინისთვის. უკრაინა არც ნატო-ს წევრი გახდა, არც ევროკავშირის წევრია, გადაიტანა უმძიმესი ომი 2014 წელს, დაკარგა ტერიტორიები. 2022 წლიდანაც სასტიკ ომშია, სადაც ათიათასობით ადამიანია დაღუპული, 15 მილიონზე მეტი ადამიანია გადაადგილებული ზოგი ქვეყნის შიგნით, ზოგიც გარეთ და ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელსაც ტოვებს მისი ხელისუფლება, რომელმაც არჩევნებიც გააუქმა და ფაქტობრივად, უვადოდ არის დარჩენილი ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა წილოსანმა.

ასევე იხილეთ