ვლადიმერ ბოჟაძე “ტვ პირველის” ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ თავდასხმაზე: ეს არის პროვოკაცია, ჩაიდინა მან ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, მეტი დაპირისპირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს რომ ეს პროვოკაციაა.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროვოკაცია ჩაიდინა იმან, ვისაც კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია და დაპირისპირება სურს.

“ეს არის პროვოკაცია, ჩაიდინა მან ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, – წერს ბოჟაძე.

ასევე იხილეთ