დავით ქართველიშვილი: უცნაური ქრონოლოგია – სუსმა გამოითხოვა კუნთმაგარი ბიჭებიო, მაკა ამხელა ქალაქში აგნებს მათ ზუსტ ლოკაციას, ზურა გირჩი აღმოჩნდა ზუსტად იმ ლოკაციაზე, ცემის კადრს უწყვეტად იღებს ვიღაც ტელეფონით – ეს პროვოკაცია არ არის?
“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას აფასებს და უცნაურ ქრონოლოგიაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი განცხადებით, გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ დააანონსა, რომ “სუსმა გამოითხოვა კუნთმაგარი ბიჭები”, რომლის ლოკაციასაც ზუსტად მიაგნო მაკა ჩიხლაძემ, ხოლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამავე ლოკაციაზე კორპუსში აღმოჩნდა და ზედა კადრით დააფიქსირა ძალადობა.
“უცნაური ქრონოლოგია
1. შავNOდარა აანონსებს – სუსმა გამოითხოვა კუნთმაგარი ბიჭებიო
2. რეკავს 112 ში და ტოვებს შეტყობინებას
3. მაკა ამხელა ქალაქში აგნებს მათ ზუსტ ლოკაციას
4. ზურა გირჩი აღმოჩნდა ზუსტად იმ ლოკაციაზე, თან კორპუსში და ზედა კადრით
5. ცემის კადრს უწყვეტად იღებს ვიღაც ტელეფონით
ეს ახლა პროვოკაცია არ არის? ეს არ არის დადგმული ძალადობა?”, – წერს დავით ქართველიშვილი.