ზურაბ ქადაგიძე: მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს, მიზანმიმართულად პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება – ასეთი დანაშაული მხოლოდ ამ ქვეყნის მტერს აწყობს!
“ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას.
მისი განცხადებით, ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული და სასტიკად დაისაჯოს ჩამდენი.
“ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარეს წარმოადგენს მსხვერპლი და რას არ უნდა აკეთებდეს, ასეთი დანაშაული, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!!!
სასწრაფოდ, სასწრაფოდაა გამოსაძიებელი და უსასტიკესად დასასჯელი ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა! ასეთ დროს, ასეთი დანაშაული მხოლოდ ამ ქვეყნის მტერს აწყობს!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.