გამომძიებელი: კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი, ამჟამად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ინგოროყვას კლინიკა დატოვა, სადაც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი და ჟურნალისტი გამოიკითხა.

როგორც ვახტანგ შამათავამ განაცხადა, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირებას ახდენს, მათი შემდგომი ამოღების მიზნით.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი, მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება, მათი შემდგომი ამოღების მიზნით“, – განაცხადა ვახტანგ შამათავამ.

 

ასევე იხილეთ