“ჟურნალისტი ხელშეუხებელია!” – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ის, რაც “ტვ-პირველის” ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორის გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელდა, არის გამიზნული პროვოკაცია და აუცილებელია სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ ამ დანაშაულის სწრაფად გამოძიება.

ამ პროვოკაციის მიზანია პროცესების მეტი რადიკალიზაცია და საზოგადოებაში დაპირისპირების კიდევ უფრო გაზრდა. გვჯერა, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია ემიჯნება და გმობს ყოველგვარ ძალადობას (ყველა მხრიდან!) და მითუფრო – ჟურნალისტებზე! ჟურნალისტი ხელშეუხებელია!”,– აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ