ირაკლი ქადაგიშვილი: იდეოლოგიური ნარატივი, რომ გინდა თუ არა ლგბტ პროპაგანდა ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ზეწოლა ზოგადად ადამიანების უფლებებზე და კაცობრიობაზე
“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ყველა მაჩვენებლით ასრულებს ევროკავშირის თითქმის ყველა კრიტერიუმს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და დაუშვებელია, რომ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებულ კანონზე გადიოდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
„იდეოლოგიური ნარატივი, რომ გინდა თუ არა ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს ყველა ქვეყანაში აუცილებელი ერთ-ერთი პირობა, ეს არის ერთი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ზეწოლა ზოგადად ადამიანების უფლებებზე და კაცობრიობაზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება არ შეიძლება. ადამიანის ფუნდამენტური უფლება ერთია და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა მოზარდ თაობაში ყველა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.