ნინო ფოჩხუა: როცა არც კი იმჩნევ ოცი წლის გოგონაზე ძალადობას, საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტზე და ოპერატორზე გაქვს ისტერიული რეაქცია, შეყრი მთელ ქვეყანას, აი ზუსტად ეს არის “ნაცობა” და ორმაგი სტანდარტი
“რა თქმა უნდა, ამ ძალადობამ როგორ შეიძლება გაამართლოს ის სისასტიკე, რაც გუშინ მოხდა და რომელიც რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ სამართალდამცველებმა, მაგრამ როცა არც კი იმჩნევ ოცი წლის გოგონაზე ძალადობას და საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტზე და ოპერატორზე გაქვს ისტერიული რეაქცია და შეყრი მთელ ქვეყანას, აი ზუსტად ეს არის ნაცობა და ორმაგი სტანდარტი”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე და ოპერატორზე თავდასხმას და აქციის მონაწილეების მიერ „პოსტვ“-ს ჟურნალისტის, სალომე გობრონიძის ალყაში მოქცევის და შეურაცხყოფის მიყენების ამსახველ კადრებს აზიარებს.
მისივე თქმით, უნდა შეწყდეს ორმაგი სტანდარტი. მანვე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება გუშინდელი ფაქტის გამოძიებას.
„რა თქმა უნდა, ამ ძალადობამ როგორ შეიძლება გაამართლოს ის სისასტიკე რაც გუშინ მოხდა და რომელიც რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ სამართალდამცველებმა, მაგრამ როცა არც კი იმჩნევ ოცი წლის გოგონაზე ძალადობას და საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტზე და ოპერატორზე გაქვს ისტერიული რეაქცია და შეყრი მთელ ქვეყანას, აი ზუსტად ეს არის ნაცობა და ორმაგი სტანდარტი. ასეთი დამოკიდებულებით გადაიჩეხება ქვეყანა ისე, რომ უკანა გზაც არ დარჩება. ასე, რომ უნდა შეწყდეს ეს ორმაგი სტანდარტი და უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მე კი მოუთმენლად ველოდები გუშინდელი ფაქტის გამოძიებას“, – წერს ნინო ფოჩხუა.