გია აბაშიძე: ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს

ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს!”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და აზიარებს ტელეკომპანია “POSTV”-ის ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორც ძალადობენ რადიკალები აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტ სალომე გობრონიძეზე.

აბაშიძის განცხადებით, ზოგიერთი, გამოხატვის თავისუფლებას სცდება, რაც აღსაკვეთია, რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების წამქეზებლებს, მათ ვერ უნდა შეძლონ თავისუფლად სიარული და მით უფრო, სამარცხვინო საუბარი მათ მიერ აღქმულ დემოკრატიაზე.

“ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს! ზოგიერთმა ძალიან აურია გამოხატვის თავისუფლების განსაზღვრებაში და ეს აღსაკვეთია საფუძვლიანად. სამოქალაქო დაპირისპირებისა და ექსტრემიზმის წამქეზებლებმა კი, ვეღარ უნდა შეძლონ თავისუფლად სიარული და მით უფრო სამარცხვინო “ქადაგება” მათ მიერ დამახინჯებულად აღქმულ დემოკრატიაზე”, – წერს გია აბაშიძე

ასევე იხილეთ