ია დანელია მაკა და ეკა ჯანაშიებზე: რაღა მაინცადამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში?
„რაღა მაინცადამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში?” – წერს ჟურნალისტი ია დანელია მაკა და ეკა ჯანაშიების შესახებ.
როგორც დანელია აღნიშნავს, ძველ ჟურნალისტებს დები ჯანაშიები ახსოვთ, როგორც მებრძოლი ნაცაქტივისტები ყველა არჩევნებისას, ხოლო 2012 წლის არჩევნების შემდგომ მაკა ჯანაშია იძულებული გახდა, ძველ პატრონებს წაჰყოლოდა უკრაინაში, სადაც წლების განმავლობაში გია გეწაძის ოფისში მუშაობდა.
„ვისაც ჟურნალისტების, მაკა და ეკა ჯანაშიების ისტორია არ ახსოვს ან არც არასდროს სმენია, მოკლედ გეტყვით: შევარდნაძის ხელისუფლების დროს „მოქალაქეთა კავშირის“ მაღალჩინოსნებს კარი ატალახებული ჰქონდათ დები ჯანაშიებისგან, ხან რომელი სტატიის დაფინანსებას ითხოვდნენ, ხან-რომელი გამოცემისას.
სწორედ ამ დროს უშვებდნენ ისინი გაზეთ „ქრონიკას“, რომელშიც „რეფორმატორთა გუნდის“ საგმირო საქმეებს მისხალ-მისხალ იძიებდნენ. მერე იყო 2003 წელი… მაშინ „მოქალაქეთა კავშირის“ პირობებში მუშაობას შეჩვეული ბევრი ჟურნალისტისთვის ჩამოჰკრა უბედურების ზარმა.
სააკაშვილის მოსვლის გამო დიდი გლოვა ჰქონდათ ჯანაშიებსაც. თუმცა, მალევე „დალაგდნენ“ ნაცებთანაც, უცებვე „გადაეწყვნენ“ ახალ რელსებზე და ახლა ახალი ბატონების შეკვეთების უბადლო შემსრულებლები გახდნენ. ძველ ჟურნალისტებს დები ჯანაშიები ახსოვთ, როგორც მებრძოლი ნაცაქტივისტები ყველა არჩევნებისას.
მერე იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი. ჯანაშიებისთვის ამჯერად უკვე მეორედ ჩამოჰკრა უბედურების ზარებმა. მაკა ჯანაშია იძლებული გახდა, ძველ პატრონებს წაჰყოლოდა უკრაინაში, სადაც წლების განმავლობაში გია გეწაძის ოფისში მუშაობდა. სწორედ საქართველოდან გაქცეული ბობოლა ნაცები აქტიურად გეგმავდნენ უკრაინის მაიდანს, მოლოტოვის კოქტეილებით, ცეცხლითა და მახვილით, რომლის გახსენებაც ახლა აღარ ღირს… მაკა ჯანაშიამ, ეტყობა, არცთუ ურიგოდ დაისწავლა მაიდნის გაკვეთილები, რომლის პირდაპირი კოპირებაც სცადა რუსთაველზე. გუშინ აღმოჩნდა, რომ „ტვ პირველის” ცემის ფაქტის დროს, თურმე, ეს ჯანაშიები „შემთხვევით” აღმოჩნდნენ ზუსტად პროვოკაციის ადგილას და იღებდნენ ამ ძალადობას! გასაოცარია ფაქტი, რომ ამხელა ქალაქში მაკა ჯანაშია ნაცემი ჟურნალისტების ზუსტ ლოკაციას იქამდე აგნებს, ვიდრე მათ მოძალადე დაესხმებოდა თავს, ამბობს რომ იღებს ტელეფონით და მერე ამ ტელეფონს კარგავს…
რაღა მაინცდამაინც ქართველი „მაიდნელი“ აღმოჩნდა მაიდნის სცენარის დადგმის ადგილას თბილისში?
ამ კითხვაზე პასუხი აქვს ვინმეს?
სავარაუდოა, რომ პროკურატურა გამოიძიებს მაკა ჯანაშიას ფრენის რეისებს კიევი-თბილისის მიმართულებით. საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის გმირებს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ია დანელია.