რუსუდან გორგილაძე: ბავშვების გამოყენებაზე და ამ მანიპულირებაზე უფრო ამორალური არაფერი არ არის საზოგადოებაში
„საბჭოთა კავშირს ლენინ-სტალინის პერიოდში, ასევე მუსოლინის და ჰიტლერს, სამივეს ჰყავდა ინდოქტრინირებული ჯგუფები, ბავშვების სახით, რომლებსაც უნერგავდნენ რაღაც იდეას”, – განაცხადა ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ინდოქტრინაცია ნიშნავს, როდესაც ადამიანს რაღაც იდეას უნერგავ და ის მერე კითხვის დასმის გარეშე იღებს ამ იდეას, როგორც აუცილებელ პოსტულატს.
ყველა დიქტატორულ რეჟიმს ჰყავს ბავშვები, როგორც მათი რეჟიმების გამყარების საშუალება.
ბავშვების გამოყენებაზე და ამ მანიპულირებაზე უფრო ამორალური არაფერი არ არის საზოგადოებაში.
მოზარდების დაკავების დროს და მათზე ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს განსაკუთრებული მიდგომა უნდა გამოიჩინოს პოლიციამ. ეს ზუსტად ის ჯგუფია, რომელსაც თუ ისინი არ უფრთხილდებიან, სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს აუცილებლად“, – აღნიშნა რუსუდან გორგილაძემ.