გიორგი გამსახურდია მამუკა ხაზარაძეზე: აი, ამ გარეწრის ბიძაშვილის შვილმა, სადღაც 2023 წელს, საქართველო დატოვა ამერიკის მიმართულებით, მექსიკის გავლით, ორსულ მეუღლესთან ერთად. დანარჩენი შეფასებები თქვენთვის მომინდვია – საერთოდ არ უნდა საუბრობდეს არაფერზე, ნამუსის ნატამალი რომ ჰქონდეს

„აი, ამ გარეწრის ბიძაშვილის შვილმა, არსებული ინფორმაციის თანახმად (არ მინდა სახელი და გვარი დავწერო), სადღაც 2023 წელს, საქართველო დატოვა ამერიკის მიმართულებით (მექსიკის გავლით ორსულ მეუღლესთან ერთად!!!). დანარჩენი შეფასებები თქვენთვის მომინდვია”, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ყველა გადაცმული „პოლიციელი“ იდენტიფიცირებულია, მომავალში ვერცერთს გექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელოთ მუშაობა ორგანოში და ეს მომავალი ძალიან მალე დადგება.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე არის კომკავშირელი, მევახშე, თაღლითი და ამ „სიკეთეებთან” ერთად, ჭარბად აქვს სიძუნწე. მანვე აღნიშნა, რომ ხაზარაძეს ნამუსის ნატამალი რომ ჰქონდეს, არაფერზე არ უნდა საუბრობდეს.

„მამუკა ხაზარაძეს ვინც პოლიტიკურად ან ფინანსურად ენდობა და საერთოდ, ეს არსება ვისაც ადამიანად მიაჩნია, ჩემში ადამიანურ სიბრალულს იმსახურებს. ჩემზე კარგად, რიგი მიზეზების გამო, ბევრმა ეს კაცი არ იცის. ეს კომკავშირელი, მევახშე და თაღლითი. ყველა დამეთანხმებით, ერთ-ერთი მდაბიო საქციელი სიძუნწეა, რომელიც ყველა ზემოთ ჩემ მიერ ნათქვამ „სიკეთეებთან” ერთად, ამ კაცს ჭარბად აქვს. აი, ამ გარეწრის ბიძაშვილის შვილმა, არსებული ინფორმაციის თანახმად (არ მინდა სახელი და გვარი დავწერო), სადღაც 2023 წელს, საქართველო დატოვა ამერიკის მიმართულებით (მექსიკის გავლით ორსულ მეუღლესთან ერთად!!!). დანარჩენი შეფასებები თქვენთვის მომინდვია.

ეს ადამიანი საერთოდ არ უნდა საუბრობდეს არაფერზე, ნამუსის ნატამალი რომ ჰქონდეს ამ ამებას“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ