მაია ნიკოლეიშვილი: საქართველოში დღეს მიმდინარეობს ულიდერო მაიდანი

x

საქართველოში დღეს მიმდინარეობს ულიდერო მაიდანი, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, არის მაიდნების, ანუ ფერადი რევოლუციების სახე, რომელსაც ლიდერი ჰყავს.

„თანამედროვე უფრო ულიდეროა და ულიდერო მაიდანი ჰქვია. გამოკვეთილი ორგანიზატორების გარეშე, იმიტომ, რომ აქ, როგორც წესი, გამოიყენებიან ადამიანები ლიდერებად, რომლებიც საკმაოდ მოძველებულები არიან და ახლის ეფექტს ვერ ქმნიან. აქედან გამომდინარე, ისინი გაჰყავთ უკან კულისებში და გამოდის აბსოლუტურად სხვა ძალა, რომელიც მომზადებული იყო.

ოღონდ ფსიქოლოგიურად ხდებოდა 30 წელი მასზე მუშაობა და ზუსტად გამოდის ეს ძალა, როგორც ბრმა იარაღი.

აქედან გამომდინარე, შევთანხმდეთ, რომ ულიდერო მაიდანია, ოღონდ საინტერესოა, რომ აქციების უკანა ნაწილში არის პროტესტი, ჩვეულებრივი პროტესტი, სტუდენტები, მსახიობები, სახელოვნებო ელიტა და ა.შ. წინა ხაზზე დგას აბსოლუტურად სხვა ტიპის ადამიანები, ზომბირებულები“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

ასევე იხილეთ