top_leaderboard

ირმა ჭკადუა: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სისხლი სწყურიათ და ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ

ადვოკატი ირმა ჭკადუა გადაცემაში „იმედის კვირა“ გამოეხმაურა არსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მიზნით ჯგუფი შექმნეს, რათა მათი თქმით, მომიტინგეები „ტიტუშკებისგან“ დაიცვან.

ადვოკატის თქმით, დადასტურების შემთხვევაში, ეს არის ჩვეულებრივი ფორმირება, რომელიც დაკვალიფიცირდება 223-ე მუხლით.

„ჩემო შვილებო, მინდა ყველას მივმართო, დღეს ვიყავი სასამართლოში, ვიცავ ასევე ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც აქციაზე ყოფნის გამო არის დაკავებული. არ მინდა, კონკრეტულ ქეისზე ვისაუბრო, მაგრამ დაფიქრდით, ყველა ლიდერი, რომელიც მოგიწოდებდათ, რომ გამოსულიყავით და გაგეპროტესტებინათ, დარწმუნებული ვარ, თქვენ გულწრფელად გახვედით, გახდით პროპაგანდის მსხვერპლი, გადაგიღეს, თქვენი ქმედებები აღბეჭდეს და ასეთი გამზადებული, ხონჩით მიართვეს ბრალდების მხარეს.

დღეს, იცით რა ხდება, სისხლის სამართლის საქმეში? მტკიცებულებად წარმოდგენილია ტელევიზიების გადაღებული კადრები, რითაც დააკავეს ეს ამდენი ადამიანი. ბავშვები, რომლებიც ახლა დააკავეს, მათ ხომ ოჯახის წევრები ჰყავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ეს ოჯახის წევრები დასხდებიან ასე მშვიდად და დაელოდებიან გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ა.შ. თითოეული მათგანი მიუვარდება ამათ და იქაც ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. დღეს მე უკვე მქონდა ძალიან ბევრ ადამიანთან ამ საკითხზე საუბარი და თითოეულის ოჯახის წევრი არის გამწარებული, რადგან მათი შვილები გაიყვანეს, მათი შვილები არიან დღეს დაკავებულები, ხოლო საპროტესტო აქციაზე ისევ დგანან და მოუწოდებენ ყოფილი ხელისუფლების წევრები, თითქოს დამალული და კულისებში მდგომი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებსაც სისხლი სწყურიათ და რევანშისთვის, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ“, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

ასევე იხილეთ