top_leaderboard

ლალი მოროშკინა: შეიძლება, ცოტახანში მოგვიწიოს ჯარისკაცებად ყოფნა

„დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მთავრობას, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია და მილიონ ას ოციათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, აღარ სჭირდება განსაკუთრებული ლეგიტიმაცია, მაგრამ მეხუთე კოლონა ხომ ყველაფერს შვრება იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააგებინოს, რომ არალეგიტიმურად არიან თურმე არჩეულები. და რა წუთში ამას „მიაღწევენ”, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევენ, მაშინ ჩვენი ტერიტორია მზადდება ამ პროქსი ომის ჩასატარებლად კი არა, უბრალოდ ნგრევა იწყება”, – განაცხადა პოლიტოლოგმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში “იმედი live”.

მისი თქმით, მეორე ფრონტი იხსნება იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვას ბადებს.

„ძალიან რთული და ძალიან მძიმე პროცესები დაიწყო, ამ პროცესებს ჩვენ უნდა დავარქვათ სახელი. ვინ გადაწყვიტა, რომ პროფესიის მიხედვით უნდა დაყოს ადამიანები, ვისი ცემა შეიძლება და ვისი არა, ვის შეიძლება, დამიზნებით ესროლო და ვის არა. დღეს ჩვენ ყველა ვართ საქართველოს ჯარისკაცები, იმიტომ, რომ შეიძლება, ცოტახანში მოგვიწიოს ჯარისკაცებად ყოფნა და როგორც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებშია, “მეორე დღეს აღარავის არ ახსოვდა ინგა და კუკარაჩა, იმიტომ, რომ დაიწყო ომი”. რეალურად, დღეს ვართ ჩვენ მომსწრე, როგორ დაეცა სირია და პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია. უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში და დავიწყოთ ახნა, რის წინაშე ვართ და რა საფრთხეების წინაშე. როდესაც ვამბობდით, რომ უკრაინაში ძალიან ცუდად დამთავრდება ის პროცესი, რაც დაიწყო ზელენსკიმ, ბევრი მაქილიკება და მეუბნებოდა, არაფერი არ მოხდება, უკრაინა ძლიერი ქვეყანაა, მის უკან დგას ამერიკა, ყველაფერი კარგად იქნება. დღეს ვნახეთ, რომ უკრაინა დაქუცმაცდა. სად იხსნება მეორე ფრონტი? იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვას ბადებს. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მთავრობას, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია და მილიონ ას ოციათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, აღარ სჭირდება განსაკუთრებული ლეგიტიმაცია, მაგრამ მეხუთე კოლონა ხომ ყველაფერს შვრება იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააგებინოს, რომ არალეგიტიმურად არიან თურმე არჩეულები. და რა წუთში ამას „მიაღწევენ”, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევენ, მაშინ ჩვენი ტერიტორია მზადდება ამ პროქსი ომის ჩასატარებლად კი არა, უბრალოდ ნგრევა იწყება”, – განაცხადა ლალი მოროშკინამ .

ასევე იხილეთ