გიორგი მამაცაშვილი: განუკითხაობასაც საზღვარი აქვს!
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ვანო მერაბიშვილის მსგავსად, რომელიც ორი კვირის წინ, უკრაინული ტელეარხის საშუალებით, ღია მითითებებს იძლეოდა, თუ როგორ უნდა დაემხო „ხალხს” ხელისუფლება, მიმდევარი გამოუჩნდა.
დიახ, თეა თუთბერიძე სოროდან გამოძვრა!
მისი ბოდვების ე.წ. სქრინებსაც გთავაზობთ და ნუ დაგავიწყდებათ, – ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის” გეგმაა და ხელწერაა.
„ორი გვამი მინდა” აღარ ჰყოფნით!
მეტი ცხედარი უნდათ ამ სვავებს, მეტი!
არადა, რა მარტივია გაგება, თუ გინდა.
▪️ ზურა გირჩი ჯაფარიძე, ლიაკა ხოშტარია, თეა თუთბერიძე, გივი თარგამაძე, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია – ეს ის ხალხია, რომლებიც ღიად, შეუნიღბავად და დაუფარავად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ.
და ის, რასაც ფიქრობენ და მითუფრო, ამბობენ, და უფრო მითუმეტეს, აკეთებენ – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა!
სადაა კანონი?
როგორც „დათა თუთაშხიაშია” – „კანონი იაფი საქონელია ჩვენში”?
პრევენცია აღარაა საჭირო!
ქმედებაა საჭირო და განეიტრალებაა საჭირო იმ ძალების, რომლებიც ასე დაუფარავად ცდილობენ ხალხის ემოციებით თამაშს, ქვეყნის აყირავებასა და მშვიდობიანი პროცესების სისხლში ჩახშობას!
▪️ დაიღალა საზოგადოება.
დაიღალა და თუ ბოლომდე აივსო მოთმინების ფიალა, ვერც კანონი შეაჩერებს ხალხს და ვერც მშვიდობიანი მოწოდებები.
▪️ უბედურება ერთ ნაბიჯზეა!
სამოქალაქო დაპირისპირება ერთ ნაბიჯზეა!
სისხლიანი გარჩევები და ქუჩა-ქუჩა თარეში ნაძირალა სეირისმაყურებლებისა და მოძალადეებისა ერთ ნაბიჯზეა!
▪️ დიახ, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული და უნდა გაირკვეს ჟურნალისტებზე მოძალადე პირების ვინაობა!
და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ დამნაშავეებმა პასუხი!
▪️ კატეგორიულად ვემიჯნები „ტვ-პირველის” საინფორმაციო, შემოქმედებით და ძალადობრივ(!) პოლიტიკას, მაგრამ რაც მოხდა, – დანაშაულია!
თუ დამნაშავეები არიან, პასუხი აგონ რიგითმა მოქალაქეებმაც და ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებმაც, მაგრამ პასუხი აგონ კანონითა და მისი უზენაესობით!
და არა – ქუჩაში თრევითა და სისხლიანი გარჩევებით!
დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო სათანადოდ გამოიძიებს მომხდარს და დამნაშავეებიც საკადრისად დაისჯებიან!
▪️ ერთიცაა: რას ვეფერებით და რატომ
ვეფერებით ვინმეს, თუ წინასწარ ვიცით, რომ ესა თუ ის, „პოლიტიკური” საბურველით შენიღბული გარეწარი თაობებს რყვნის, ტრენინგებს უტარებს, მორიგი დანაშაულისთვის ემზადება, სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნაბიჯს ნაბიჯზე დგამს?!
▪️ ასეთებს ისტორია კი გამოუტანს განაჩენს, მაგრამ ისტორიის საბოლოო განჩინებამდე საზოგადოება და ხალხი ზარალდება.
იმ სანახაობით, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ, სახელმწიფო ზიანდება და აკი, ამ ნაძირლების მიზანიც ესაა?!
▪️ ორიოდე დღის წინ კადრები ვნახე, ახალგაზრდა გოგო უშვერი (გამეორებაც რომ „ტეხავს”) სიტყვებით მიმართავდა სპეცრაზმელებს…
პოლიციელთათვის მოლოტოვის კოქტეილების სროლა და მათი ცოცხლად დაწვის სურვილი ამ მოძალადეებისგან აღარ გვიკვირს.
გინება და ბულინგი აღარ გვიკვირს.
სოციალურ ქსელებში ისე ამუნათებენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და ავალდებულებენ მათ პოზიციებზე ყოფნას, თითქოს გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ მამუკა ხაზარაძისა და ნიკა გვარამიას ექსკლუზიური მიგნება და საკუთრება იყოს…
დავიღალეთ!
▪️ ვიდრე უარესი უბედურება არ მოხდება, ასე ვიყოთ და ვუსმინოთ რევოლუციის ჟინით შეპყრობილი ე.წ. მედიის ხავილს?
და ვითმინოთ, რასაც კადრულობენ და როგორც კადრულობენ “დაფიონებსა” და “დაიტოვეს” (და კიდევ რამდენია, ვინ იცის?!) ჯგუფებში გაწვრთნილი მოხალისეები?
იქნებ იმ მუსიკოსებსა თუ ინფლუისერებს დავუჯეროთ, “პრაიდის” ღონისძიებებზე პრეზერვატივებს რომ ურიგებენ ბავშვებს და ასწავლიან, რომელია ორალური სექსისთვის გამოყენებადი და რომელი – ანალურისთვის?!
საზღვარი აქვს!
განუკითხაობასაც საზღვარი აქვს!
▪️ რაც უკანასკნელი თორმეტი წლის განმავლობაში შეძლო სახელმწიფომ „ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მეოხებით(!) (და, დამეთანხმეთ – ცოტა რამ არ შეძლო!), ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ამ წერილის დასაწყისში ჩამოთვლილი მოძალადეები და სადისტები თავისას გაიტანენ!
▪️ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ და თუ ჟურნალისტების მიმართ დღეს განხორციელებული ძალადობაც დადგმულია (რასაც არცთუ მცირე ნაწილი საზოგადოებისა ფიქრობს) და შეგნებულად არის ჩადენილი სამიტინგო მუხტის ასაწევად და ქვეყნის რყევისთვის, – მითუფრო მოსაძებნია და დასასჯელია ასეთ ნაძირალათა ჯოგი!
გმადლობთ!
P.S.
/ბულინგს არ ვექვემდებარები, მორალს ნუ წამიკითხავთ და ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია – გაიარეთ! უზრდელები – იბლოკებით!/