ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლების გაუქმებას აპირებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.
შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა შეასრულოს დაპირება, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს დაასრულებს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, აბსოლუტურად“.
„იცით თუ არა, რომ თუკი ვინმე ფეხს დაადგამს ჩვენს მიწაზე, მხოლოდ ერთ ფეხს, ორის დადგმაც არაა საჭირო, „გილოცავთ, თქვენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხართ“. დიახ, ჩვენ ამას დავასრულებთ, რადგან ეს უაზრობაა“, – აღნიშნა ტრამპმა.