სასირეთის „იმედის“ გუნდს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ახალი სპორტული ფორმა გადასცეს

სასირეთის „იმედის“ სათამაშო გუნდს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ფეხბურთის ახალი სპორტული ფორმა გადასცეს.

2023 წელს სასირეთის „იმედი“ შიდა ქართლის ჩემპიონი გახდა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბეჟიტაშვილი ამავე ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში დასახელდა.

სასირეთის „იმედი“ 15 წლის წინ, 2009 წელს ჩამოყალიბდა, რომელმაც უკვე 5 თაობა აღზარდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს სასირეთის „იმედს“ და მის მწვრთნელს ზურაბ ბეჟიტაშვილს.

ასევე იხილეთ