ცოტნე ანანიძე: 7 ნოემბრის მჯდომარე აქციის დარბევის შემდეგ, ხელისუფლება გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა „სულს ამოგხდითო“. დღეს, პრემიერი გამოდის და გმობს ძალადობას- პარალელების გავლება შეუძლებელია და ნუ ცდილობთ
„ძალიან აქტიურად, ფორსირებულად მიდის პარალელების გავლება 7 ნოემბერთან დაკავშირებით, 26 მაისთან დაკავშირებით, 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევასთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად კარდინალური სიტუაცია“, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძემ.
მისი თქმით, ასეთი ტიპის პარალელების გავლება გულისხმობს გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ნაწილში, რომ გარკვეულწილად მოხდეს იმ ყველაფრის გადაფარვა, დავიწყება.
„მოგეხსენებათ, 7 ნოემბერს დილით, გამთენიისას მშვიდობიანი მოსახლეობა პარლამენტის კიბეებთან იჯდა, ყველანაირი მოქმედების გარეშე და დაიწყო არა დაშლა, არამედ დარბევა ამ ნაწილის. იგივე იყო მეორე დღეს, 8 ნოემბერს, როდესაც უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დროს, სტუდენტები როდესაც ლექციაზე იყვნენ, ლექტორები კითხულობდნენ საგანს.
ასეთი ტიპის პარალელების გავლება, ბუნებრივია, გულისხმობს გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ნაწილში, რომ გარკვეულწილად მოხდეს იმ ყველაფრის გადაფარვა, დავიწყება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ პოლიტიკური ელიტა გამოვიდა და მოსახლეობას ეუბნებოდა, სულს ამოგხდითო და დღეს პრემიერი გამოდის, გმობს ძალადობას და ამბობს პოლიტიკურ შეფასებას, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.