მამუკა მდინარაძე: იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ФСБ-ის მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიის ქოლ-ცენტრების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„იმდენი იძახეს, რუსები, რუსებიო, სანამ რუსული ქოლცენტრებიც თვითონ არ აღმოაჩნდათ – რუსულმა მედიებმაც კი აღიარეს, რომ ნაცების დამფინანსებლებს მათ ქვეყანაში ქოლ-ცენტრები ჰქონდათ. ბოლოს წილებზე ვეღარ დალაგდნენ, როგორც ჩანს.

მერე მომადგება რუსული ქოლცენტრიდან დაფინანსებული ტელევიზიის  ჟურნალისტი და „ბატონო მამუკა, უხერხულობას არ გიქმნით ლავროვის განცხადება?“ – გაბრაზებული სახით მეკითხება…“ – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე იხილეთ