The New York Times: ისრაელის არმია პირველად 1973 წლის შემდეგ სირიაში შევიდა
ისრაელის არმია პირველად 1973 წლის შემდეგ სირიაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ორ ქვეყანას შორის დემილიტარიზებული ზონა გადაკვეთა და გოლანის მაღლობებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავა.
ისრაელის არმიის შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ დაადასტურა, რომ ისრაელის არმია გავიდა დემილიტარიზებული ზონის მიღმა, თუმცა დეტალები არ დაასახელა.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, მიზანი დროებითი თავდაცვითი პოზიციაა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ ჯარები იმოქმედებენ იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება ქვეყნის დასაცავად.