მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებს: ისინი {ოპოზიცია} მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს, ნუ გამოაყენებინებთ თავს და ნუ გახდებით იმ ძალადობრივი, ფსიქოლოგიური წნეხისა და პროპაგანდის მსხვერპლები, რომლის მიხედვითაც გაჯერებენ, რომ გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში

„მინდა მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, მე დარწმუნებული ვარ ძალიან მცირე რაოდენობას პროცენტულად, პარტიული აქტივის გარეთ, ვინც მართლა გულწრფელად შეიძლება რაღაცას იჯერებდეს და აპროტესტებდეს რაღაცას, დიდი ბოდიში თქვენთან, ყველასთან, მაგრამ ისინი {ოპოზიცია} მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ახალგაზრდებს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მდინარაძე მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ ნუ გახდებიან იმ ძალადობრივი, ფსიქოლოგიური წნეხისა და პროპაგანდის მსხვერპლები, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია აჯერებს, რომ მათ გაიღვიძეს ჩელიაბინსკში, რომ 300-დან 400 000-მდე ხმის ფარგლებში გაყალბდა არჩევნები საქართველოში, რომ ამ სიგიჟეს აჯერებენ.

„ეს არ არის ჩემი ტერმინი. გიყურებენ და მოგიხსენიებენ სასარგებლო იდიოტებად და ჰაერიდან არ მომიტანია ეს სიტყვები, ხვდებიან ხოლმე, რომ შესაბამისი ინფორმაციებიც გვაქვს და ნუ გამოაყენებინებთ თავს და ნუ გახდებით იმ ძალადობრივი, ფსიქოლოგიური წნეხის და პროპაგანდის მსხვერპლები, რომლის მიხედვითაც ისინი გაჯერებენ, რომ გაიღვიძეთ ჩელიაბინსკში, რომლის მიხედვითაც ისინი გაჯერებენ, რომ 300-დან 400 000-მდე ხმის ფარგლებში გაყალბდა არჩევნები ამ ქვეყანაში, ამ სიგიჟეს გაჯერებენ. ნუ გამოაყენებინებთ თავს. მივმართავ ახალგაზრდებს, პარტიულ ნაწილთან არ მაქვს ამ შემთხვევაში მიმართვის საშუალებაც კი, აზრი არ აქვს, მაგრამ ვინც კი გულწრფელად შეიძლება აპროტესტებდეს, ესენი არიან ადამიანები, სერიოზულად, რომ ელაპარაკები და მერე სკანდირებენ რა მაგარი რამე თქვაო, რომ ძაღლს თურმე „საბაკა“ არ ერქმევა ამ ქვეყანაშიო, ამ სიგიჟეში გითრევენ, ამ შეურაცხმყოფელ პროპაგანდაში გხვევენ და მოგიწოდებთ ყველას, რომ აი ასე ნუ მოახსენიებინებთ თქვენ თავს და საკუთარ თავს ყველამ მეტი პატივი ვცეთ, ნუ გახდებით ნურავინ პროპაგანდის მსხვერპლები. გასაგებია, რომ ჩვენ გადავივლით ამ ამბავს, არ არის დიდი სირთულის საბედნიეროდ ესენი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვზრუნავთ ახალგაზრდებზე, რომლებიც მთელი სერიოზულობით ფიქრობენ, აქ წლებია, მომავალია, იდეებია, სამუშაოა და ამ დროს ახალგაზრდები უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მართლა ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ და დღევანდელ დღესთან დაკავშირებითაც მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რუსი პროპაგანდისტები და მედია საშუალებებიც კი აღიარებენ დღეს და გავრცელდა ინფორმაციაც, ქოლ ცენტრები ჰქონდათ მათთან, „ნაცმოძრაობის“ მთავარ დამფინანსებლებს. ისინიც კი ვერ გაექცნენ ამ ფაქტს, რამდენად მართალია, ტყუილია წარმოდგენა არ მაქვს. რუსი პროპაგანდისტები ჰყვებიან დღეს, რომ მათთან თურმე ჰქონიათ ქოლ ცენტრები „ნაცების“ დამფინანსებლებს და რუსულ თემებზე მე მეკითხებიან ხოლმე რაღაცებს. რუსული რუბლით დაფინანსებული პოლიტიკოსები, რომ ჰყავთ კუმირებად, ასეთი „ჟურნალისტები“. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარი ტვინით და არ უნდა მოვექცეთ ვიღაცის ამ ბინძური პროპაგანდის ქვეშ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ