მამუკა მდინარაძე: 16-17 დეკემბერი არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით

„16-17 დეკემბერი არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ 16-17 დეკემბერს ევროპის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს მიმართ გარკვეულ სადამსჯელო ღონისძიებებზე იქნება მსჯელობა.

„ზუსტად ამას ვლაპარაკობდით გასული დღეების განმავლობაში და ეს დავაზღვიეთ ჩვენი გადაწყვეტილებით, მათ შორის იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ამბობენ – რა გინდოდათ. დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით, დავასწარით და არეულობის რესურსი ერთი-ორად შევუმცირეთ და თუ ჩვენ ტურბულენტობა რაღაც 3-4 ბალის მივიღეთ ახლა, ორჯერ მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო და ორჯერ მეტად მომზადებულები შეხვდებოდნენ ამ თარიღებს ის ადამიანები, რომლებიც თავადაც აღიარებენ, რისთვის ემზადებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალ წლამდე რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინათ, რაც ხელისუფლებას ამოაყირავებდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ