დიმიტრი ხუნდაძე: დღეს „იმედის“ ჭიშკართან ვიხილე სახეები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ, 7 ნოემბერს, „იმედში“ შემოჭრას თავად აპროტესტებდნენ

„გახარიას გუნდის დღეს „იმედთან“ „სტუმრობა“ ორმაგი სტანდარტის ნაწილია”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ორმაგის სტანდარტის ნაწილია დღევანდელი თქვენთან „სტუმრობა“ გახარიას გუნდის. ვფიქრობ, ჩვენ შიდა პოლიტიკური კონკურენციის საგანი ვიხილეთ, როცა თავად გახარიას და მის გუნდს უნდა, რადიკალიზმში თავისი წვლილი შეიტანონ. როდესაც კერძო კომპანიას აკითხავ და გარედან უწესებ დღის წესრიგს და ამავე დროს თავად იყავი ბიზნესომბუდსმენი და ახლა პრაქტიკულად ის არის ბიზნესმოძალადე, ესეც არის ორმაგი სტანდარტის ნაწილი.

მე დღეს ვიხილე ორმაგი სტანდარტის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩემთვის, ადამიანურად ძალიან საწყენი, როდესაც „იმედის“ ჭიშკართან მომდგარი სახეები დავინახე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ, 7 ნოემბერს „იმედში“ შემოჭრას თავად აპროტესტებდნენ. ჩემთვის, დღეს, „იმედის“ ჭიშკართან ზვიად ძიძიგურს ხილვა ძალიან მძიმე იყო“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კერძო ტელეკომპანია „იმედთან“ გახარიას პარტიის წევრებმა აქცია გამართეს – მათ პრეტენზია გამოთქვეს სარედაქციო პოლიტიკაზე და ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს მუშაობაში ხელი შეუშალეს.

ასევე იხილეთ