გიორგი ვოლსკი: როდესაც აქციები მიმდინარეობს, დაძაბულობის შენარჩუნებას ხელს ძალიან უწყობს იმ პირთა გამოჩენა, რომლებიც შენიღბულები არიან
“დაძაბულობის შენარჩუნებას, როდესაც აქციები მიმდინარეობს, ძალიან უწყობს ხელს იმ პირთა გამოჩენა, რომლებიც შენიღბულები არიან და რომლებიც შეიძლება, ძალადობენ კიდევაც იგივე აქციის მონაწილეებზე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
ის ამ განცხადებით გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებზე ნიღბების ტარების აკრძალვას ითვალისწინებს.
„ეს პროცესი რომ არ განვითარდეს, ე.წ. ტიტუშკებზე საუბრის საფუძველი რომ არ იყოს, რასაკვირველია, ეს კანონი არის (საჭირო)“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციას და შეკრება-მანიფესტაციებზე ნიღბების ტარების რეგულაციების საკითხს.