თამთა მეგრელიშვილი მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს რიტუალური დაწვის შესახებ: “ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, ერთი რიტუალური ხელწერით და ლოზუნგით -“ვინც ჩვენთან არ არის მტერია”!

“ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, ერთი რიტუალური ხელწერით და ლოზუნგით-“ვინც ჩვენთან არ არის მტერია”! ამ ძალის ცოდვა დიდია: წამება ციხეებში, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდობა და სხვა. მათგან თითქმის აღარაფერი გაგვაკვირვებდა, რომ არა გუშინდელი პერფორმანსი- მათ რუსთაველზე მიიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც იესო ქრისტეს გამოსახულება იყო, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური ძალა რომელიც პოლიტიკაში მოქმედებს სექტის პრინციპით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფასეული აღარაფერი დარჩა და მათი მხარდაჭერა მძიმე დიაგნოზია.

„”ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, ერთი რიტუალური ხელწერით და ლოზუნგით-“ვინც ჩვენთან არ არის მტერია”! ამ ძალის ცოდვა დიდია: წამება ციხეებში, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდობა და სხვა.
მათგან თითქმის აღარაფერი გაგვაკვირვებდა, რომ არა გუშინდელი პერფორმანსი- მათ რუსთაველზე მიიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც იესო ქრისტეს გამოსახულება იყო.

ანუ ამ ძალისთვის ფასეული აღარაფერი დარჩა და მეტიც, ამ ქმედებით მართლმადიდებელი ერი
აბუჩად აგვიგდეს, დაგვცინეს და საკუთარ სექტანტობას კიდევ ერთხელ მკვეთრად გაუსვეს ხაზი.
ეს არის პოლიტიკური ძალა რომელიც პოლიტიკაში მოქმედებს სექტის პრინციპით და მათი მხარდაჭერა მძიმე დიაგნოზია,“– წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ