გია აბაშიძე სუს-ის განცხადებაზე: აშკარაა, რომ წარმავალი აგენტოკრატები და მათი გოშიები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არიონ, ფუჭია ეს ნამუსგარეცხილი მცდელობები

“სახელმწიფო უსაფრთხოების სანიმუშო სამსახური არასდროს დაუშვებს, რომ საქართველოში რაიმე დესტრუქციას ჰქონდეს ადგილი, თუნდაც პრეზიდენტის არჩევნების ანდა ინაუგურაციას ჩაშლას. აშკარაა, რომ წარმავალი აგენტოკრატები და მათი გოშიები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არიონ. ფუჭია ეს ნამუსგარეცხილი მცდელობები”,– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამი, რომ „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს – ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“.

აბაშიძემ, სამართალდამცველებს მოუწოდა დროულად გამოავლინონ და დასაჯონ ერის მოღალატეები, მოძალადეები და სხვა კრიმინალები.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სანიმუშო სამსახური არასდროს დაუშვებს, რომ საქართველოში რაიმე დესტრუქციას ჰქონდეს ადგილი, თუნდაც პრეზიდენტის არჩევნების ანდა ინაუგურაციას ჩაშლას. აშკარაა, რომ წარმავალი აგენტოკრატები და მათი გოშიები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არიონ. ფუჭია ეს ნამუსგარეცხილი მცდელობები.

საამაყო სამართალდამცველებს შევახსენებ საზოგადოების დაკვეთას – დროულად გამოვლინდნენ და დაისაჯონ ერის მოღალატეები, მოძალადეები და სხვა კრიმინალები”, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ