სირიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამედ ალ-ბაშირი გახდა

სირიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამედ ალ-ბაშირი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, სირიის დროებითი მთავრობის შემადგენლობაში მოჰამედ ალ-ბაშირი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 2025 წლის 1 მარტამდე შეასრულებს.

სირიელი მეამბოხეების მიერ დამასკოს აღებამდე მოჰამედ ალ-ბაშირი „სირიის ხსნის მთავრობას“ ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, გუშინ, სირიელი მეამბოხეების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის შეხვდა და მასთან ძალაუფლების გადაცემის საკითხი განიხილა.

ასევე იხილეთ