მაკა ბოჭორიშვილი: რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება

„ჩვენ არ გვიცავს NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გამოწვევების წინაშე მყოფი ქვეყანაა.

„ჩვენ არ გვიცავს NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა. ამასთან, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობას ვუხდი უნგრეთს მხარდაჭერისთვის და საქართველოს რთული მდგომარეობის სიღრმისეულად გაგებისთვის,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე იხილეთ